D E L E – ესპანური ენის საერთაშორისო დიპლომი
საქართველოში DELE-ს დიპლომის გამოცდებს 2002 წლიდან ატარებს ქ.თბილისში არსებული სერვანტესის უნივერსიტეტის ცენტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
DELE-ს გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ (ნოემბერი – მაისი).
DELE-ს გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა გამოცდამდე ერთი თვითადრე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ცენტრი ,,CARMEN”-ი გთავაზობთ DELE-ს მოსამზადებელ კურსს.
DELE – ესპანური ენის საერთაშორისო დიპლომია. იგი აუცილებელია ესპანეთის და ესპანურენოვანი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, წარმატებული კარიერისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დასაწყებად.
გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან.
- Diploma de Español (A1, A2): ადასტურებს ესპანური ენის ცოდნას საწყისდონეზე, რომელიც საკმარისია მხოლოდ ელემენტარული ზეპირი დაწერილობითი კომუნიკაციისთვის, რაც გულისხმობს ენის ცოდნას ყოფითდონეზე ურთიერთობისთვის.
- Diploma de Español (Nivel Inicial – B1, Nivel Intermedio – B2): ადასტურებს ესპანური ენის ცოდნას საშუალო დონეზე, რომელიც მოწმობს ესპანური ენის ფლობის საკმაოდ კარგ დონეს; რაც გულისხმობს ყოველდღიური საკომუნიკაციო ენის მაღალ დონეზე ცოდნას და არ საჭიროებს ენის ცოდნას ვიწრო სპეციალურ დონეზე.
- Diploma de Español (C1, Nivel Superior – C2): ადასტურებს ესპანური ენის ცოდნას მაღალ დონეზე, რომელიც მოწმობს ძალიან კარგი ენობრივი უნარ-ჩვევების ფლობას, რაც გულისხმობს ნებისმიერი სირთულის ტექსტის დაძლევას, ესპანური ენის კულტურულ-ლინგვისტური ტრადიციების ფლობას, რთული ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების აგებას სხვადსხვა საკომუნიკაიო სიტუაციებში.
გამოცდა მოიცავს 5 ნაწილს. DELE-ს გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა კანდიდატმა წარმატებით დაძლიოს თითოეული ნაწილი:
- კითხვა და წაკითხული ტექსტის გააზრება;
- წერითი ნაწილი;
- აუდიო;
- გრამატიკა და ლექსიკური მარაგი;
- ზეპირი საუბარის უნარი თავისუფალი დიალოგის რეჟიმში.
დიპლომი უვადოა და მისი განმეორებით აღება საჭირო არ არის.